განსაცდელის ჟამს თუ კი დაგჭირდი,
არ მოგერიდოს მიხმე გეთაყვა,
არ მოერიდო მანძილს, სიშორეს
დამიძახე და უმალ შენთან ვარ...
მზეს დაგიჩრდილავ, წყალსაც მოგაწვდი,
დაგამშვიდებ და ვფიცავ გეთაყვა-
მეც მეტკინება შენი ტკივილი,
სხვა არაფერი მტკივა შენს გარდა...
სხვა არაფერი,მიჭირს შენს იქეთ,
მხოლოდ შენს მანძილს, ფიქრებს ვერ ვლახავ,
თუ კი დაგჭირდი,თუ კი მინატრე-
შევძლებ მოვბრუნდე შორი გზიდანაც.
ყველა სიშორეს ვამოკლებ შენთვის,
ყველა სირთულეს მივცემ ნიავ-ქარს,
არ მოერიდო მანძილს, სიშორეს-
თუ კი დაგჭირდი, ვფიცავ შენთან ვარ.
???