,,მასწავლიდნენ სამსჯავროზე და არ ვისმენდი, მმოძღვრავდნენ ჯოჯოხეთზე, და მე კი უზრუნველად ვიცინოდი, ვისმენდი სახარებას, და ღვთისათვის ვერაფერს ვთმობდი, სიცოცხლეს კი ვამთავრებ, ისე, რომ ვითომდაც არაფერი მსმენია ღმერთის სამსჯავროზე!
ჰოი, როგორ ვატყუებდი საკუთარ თავს! როგორ ვიმშვიდებდი თავს და ვამბობდი:
„ჯერ ახალგაზრდა ვარ, ცხოვრებით დავტკბები, ამა სოფლის სიამეებს ვიგემებ, მერე კი მოვინანიებ, ღმერთი კაცთმოყვარეა და უსათუოდ შემინდობს!“
ასე ვმსჯელობდი ყოველ დღე და უგვან ცხოვრებას ვეწეოდი!
ყოველდღე ვისმენდი სიკვდილზე, მაგრამ დავცინოდი მის მოშიშთ და ისე ვცხოვრობდი როგორც უკვდავი, ახლა კი მოუმზადებელი მივდივარ ამ ცხოვრებიდან და აღარავინ მყავს დამხმარე!
წამასწრეს ანგელოზებმა მოუნანიებელს, უზიარებელ