როდესაც გული ფეთქვით იღლება,
როცა არავინ აღარ გჭირდება,
როდესაც თავს გრძნობ ძალიან ცუდად,
როცა ტკივილით ვეღარც კი სუნთქავ…
როდესაც ბედავ სიკვდილზე ფიქრსაც,
როცა ლექსებში ცხოვრებას რითმავ,
როდესაც ფიქრობ რა გინდა მისგან,
როცა ვეღარ სცემ პასუხს შენს კითხვას…
როდესაც გული გკარნახობს სათქმელს,
როცა ყოველდღე იწმინდავ თვალებს,
როდესაც ითვლი ვარსკვლავებს წყნარად,
როცა გინდა რომ თავს გრძნობდე კარგად…
როდესაც იხსენებ ბედნიერ დღეებს,
როცა მასშიც მის თვალებს ეძებ,
როდესაც ცდილობ მიზნის დასახვას,
როცა არ გაძლევს დარდი გასაქანს…
როდესაც გინდა შეცვალო ყველა,
როცა გჭირდება ვინმესგან შველა,
როდესაც ტირილით ვერაფერს ვერ ცვლი,
როცა მარტო ხარ და ამას ხვდები