სიმბოლურია, რომ დედის დღე გაზაფხულის დასაწყისშია - ერთიც და მეორეც ხომ სიცოცხლის საწყისია. "არის სხვა წამიც ღვთიური კრძალვის,/ იგი ბუნების სხვა შედევრია,/ ყრმა რომ ძუძუს წოვს,/ ყოველი ქალი ღვთისმშობელივით ბედნიერია" - მსოფლიოში ყველა ქალს გამოეცადოს ეს ბედნიერება და ღვთიური სილამაზე. "დედა-შვილობა - სიცოცხლის ზღაპარი,/ დედა - იმედის საამო ბაღნარი" - დედის სითბო ნუ მოგიშალოთ ღმერთმა, გაიხარეთ და მრავალს დაესწარით.