დღეს ეს ცხოვრება სიყალბედ აქციეს, აქ სხვისი ჩაგვრა დიდი შარმია, ფერადი სამყარო შავ–თეთრად მიქციეს, ქუჩაში მოძრაობს ბრბოთა არმია, ვხედავ, ნელ–ნელა პატრიოტობა, თნდათან, ყველგან მოდიდან გადადის, ყოველდღე სხვადასხვა ნიღბის მორგებას როგორ ახერხებენ ჩემამდე არ დადის, მე ეს ცხოვრება მეგონა ზღაპარი, სადაც ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს, თუმცა მივხვდი, რომ გულში სულყველას, გრძნობების მაგივრად უდევს ნაგავი. მამიკოს ფულები უკვე "ნიჭია" ყველა "ნიჭიერს" ვუწოდებ ლაჩარს! მჯერა! მაინც მწამს! მწამს, რომ ოდესმე, მე ჩემს ზღაპარსაც ვიხილავ ცხადად