კაცებო,ქალებს გაუფრთხილდით, გული ფიანდაზად გაუშალეთ. შუბლზე გაჩენილი ნაოჭები, ნაზი მოფერებით წაუშალეთ. ქალებს შვლის ნუკრივით მოუარეთ, მარილი ხელისგულზე მოუყარეთ. ქალებს დაულოცეთ ქალობა და მინდვრის ყვავილივით მოუარეთ. თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა, ქალი ათას დარდად გადაგაქცევს. ქალი აგატირებს,დაგაჩოქებს წამოგაყენებს და კაცად გაქცევს. ჰოდა,ამ საუნჯეს გაუფრთხილდით, და გული ფიანდაზად გაუშალეთ. შუბლზე გაჩენილი დარდის ნაოჭები, ნაზი მოფერებით წაუშალეთ.