არ უნდა შეგიყვარდეს კაცი , რომელმაც არ იცის ,რაზე ფიქრობ, როდესაც ჩუმად ხარ და ფანჯრის მიღმა ამინდების ცვლას აკვირდები.
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი , რომლიც ქალურ სისუსტეს არქმევს შენს აკანკალებულ, ჩამწყდარ ხმასა და ცრემლებით სავსე უპეებს.
რომელსაც არასდროს მოუვა აზრად დაითვალოს შენი პულსის სიხშირე , წამში ათასჯერ მის სახელს რომ მარცვლის და შეგიფაროს მხრებქვეშ, შემოდგომის ცივი წვიმებით შეშინებული.
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი, რომელმაც იცის , რის გამო შეუყვარდა ქალი. ასეთები ვერასდროს შეძლებენ გიერთგულონ .
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი, რომელიც მშვიდად მოისმენს შენს ცრემლებით დამხრჩვალ ხმას , შემდეგ გიყვირებს და ფსიქიატრიულისკენ მიგითითებს. ეს მოვლენა უსათუოდ , მიგიყვანს იქ .
არ უნდა გიყვარდეს კაცი, რომ