ცოდვის დემონიზმი - მარადიული ტანჯვის საიდუმლო
რა არის ცოდვა - ჩვენი ცხოვრების ეს საიდუმლო რეალია, უხილავი რადიაცია, რომელიც მას მსჭვალავს? ეს გაუგებარი ძალა დედამიწას (კოსმოსის სულიერ გულს) 7 ათასი წელი ტკივილის კრუნჩხვებში რყევას რომ აიძულებს? კაცობრიობის ისტორია ქრონიკული ავადმყოფობის ისტორიას ბევრი რამით მოგვაგონებს.
ჩვენი თანამედროვენი, ისევე როგორც ძველი ჰუმანისტები, ცდილობდნენ ეს პრობლემა გაემარტივებინათ, ცოდვა ადამიანის ზნეობრივ არასრულფასოვნებად აეხსნათ, გარკვეული მორალური ეტალონიდან გადახრად, გონებასა და გრძნობას შორის დისონანსად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეგოიზმის გამოვლინებად განემარტათ, ზოგჯერ კი შემთხვევითობად და შეცდომად, არასწორ გადაწყვეტილებად წარმოედგინათ. ისინი ცოდვის მიზ