ერთხელაც მინდა ენგურის მიღმა...
მე ამაყს ხელში მეჭიროს ყანწი
გადავსებული აფხაზურ ღვინით,
არ მეშინოდეს ნასროლი ტყვიის.
ერთხელაც მინდა, სოხუმის პლიაჟზე
მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე ვწერო.
ერთხელაც მინდა, მეც რუსის მსგავსად, პალმებთან სელფი, რომ გადავიღო
და დელეწილი სანატორიის,
გაბზარულ კედლებს, რომ მოვეფერო.
ერთხელაც მინდა, და, არა გვიან,
როცა სიბერე მე სულს ამომხდის,
ჩემს შვილებსა და კიდევ მათ შვილებს,
მოყოლის ნაცვლად, დატკბნენ ნანახით
ცხოვრება გადის, ოცნება ცვდება...
მოლოდინი კი, თანდათან ქრება,
მაგრამ ერთია, ჭეშმარიტება,...
რომ აფხაზეთი, ყველას გვჭირდება....