შეჩერდი წამო!
ისედაც ერთი ამოსუნთქვა ხარ
და მიტომ ვნაღვლობ,
ფრთა-მოხატული პეპელას დარად,
სამარადჟამო სიცოცხლეს ვნატრობ,
იმღერე სულო!
იმღერე, თორემ დრო გასწყვეტს სიმებს,
შენგან ფარულად,
შენი გალობაც გაჰყვება ფიქრებს,
მოგენატრება თუნდ წამიერად წარსულის ხილვა,
დანამავ ცრემლით მოგონებებს, გარდაქმნილს ფიქრად...
იმღერე სულო!..
და ფრთა გაშალე ვით თეთრი გედი,
ვინ იცის, ღმერთმა ვის როგორი არგუნა ბედი..