გაივლის დრო და ალბათ ტკივილი,იყუჩებს სადღაც გულის კუნჭულში.ცუდ მოგონებად დარჩება მერე,დაილექება... სადღაც წარსულში.სული ნაწვიმარ ზეცას მაგონებს,
როს იღვენთება ცრემლები წვეთად.
ალბათ... ოდესღაც გადაიდარებს,
და აყვავდება ნუშები ჩემთან.
თუკი დაეცი... უნდა წამოდგე...
სახარებაში ასე წერია.
ჩემი ცხოვრების გზა... გასავლელი,
ია-ვარდებით არ მიფენია.
მერედა რაა... ტკივილი ნეტავ,
სევდა... რომელიც გიძვრება სულში.
გადაიდარებს... დრო კურნავს ყველას,
და დრო წაიღებს, ტკივილს წარსულში.
ახლა მინდა რომ სევდას ვებრძოლო,
დავცხრილო გულში იმედის ისრით.
რაც დამრჩენია უნდა ვიცხოვრო...
და ბოლო სიტყვას უფალი იტყვის.