,,თუკი დემოკრატია “ხალხის მმართველობა”-ს ნიშნავს, მაშინ საქართველო ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყანაა. აქ ხომ ხალხს ისე შეუძლია ხელყოს (ან ცხვირყოს) ჩვენი სურვილები, ენაზე ძვალმა ოდნავადაც რომ არ ქენჯნოს. ჩვენი – საშუალო სტატისტიკური ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას ზოგჯერ სწორედ ეს მითიური “ხალხი” წარმართავს და წარმართს (ან ავს) გვიწოდებს, თუკი მისი სისპეტაკის კრიტერიუმებში ბოლომდე ვერ მოვთავსდით.
ყველა ჩვენგანს ეყოლება მეზობლად გაუთხოვარი ჭორიკანა დეიდა ლამარა, რომელმაც თავის დროზე საკუთარი ასაკი ვერ გააკონტროლა და შესაბამისად, მის ერთადერთ თვითმიზანს ახლა მეზობლების კონტროლი წარმოადგენს. ჩვენც მეტ-ნაკლებად გვეშინია ხალხის აზრის, რადგან საკუთარ თავს რაც არ უნდა უკომპლექსოები ვეძახოთ, მაინც ც