თხის რქა – გაწონასწორებული, დინჯი და მოზომილი თხის რქა სიყვარულში გულის გახსნას პარტნიორთან, როგორც წესი, არასოდეს ჩქარობს. ამ ადამიანებს ზოგადად უჭირთ საკუთარი ემოციების საჯაროდ გამოხატვა, არც რომანტიკული “უწი-პუწია” თხის რქის ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი ქცევა. თუმცა, ვინც უყვარს, იმას თხის რქა ბოლომდე ერთგულობს ხოლმე. მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ ამ უკანასკნელმა ვერ დააფასა მისი გულწრფელობა, თხის რქა ერთხელ და სამუდამოდ დასვამს წერტილს ისე, რომ უმცირეს შანნსაც აღარ დაუტოვებს უმადურს სამომავლოდ.