ნებისმიერ შემთხვევაში ვიყოთ მდაბალნი, რადგან მდაბალი მიწაზე წევს და მიწაზე მწოლარე როგორღა დაეცემა. ცხადია, რომ სიმაღლეზე მყოფს ხელეწიფება დაცემა. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი
რატომ განაგო უფალმა იმგვარად, რომ ამქვეყნად არავინაა მწუხარებებისა და სიმძიმის გარეშე? იმისათვის, რომ ადამიანმა არ დაივიწყოს, რომ განდევნილია სამოთხიდან; რათა დედამიწაზე იცხოვროს არა როგორც ამასოფლის მკვიდრმა მშობლიურ მიწაზე, არამედ როგორც მოგზაურმა და სტუმარმა უცხო მხარეში. იგი მუდამ უნდა ეძიებდეს ჭეშმარიტ სამშობლოში დაბრუნებას. წმინდა თეოფანე დაყუდებული