დედა, იცი, აქ ისვრიან.. სულ ისვრიან.. მართლა ისვრიან.. ეს ტყვიებიც მართლა კლავს.. ბიჭები, ღიმილიანი ბიჭებიც მართლა კვდებიან.. დედა…დედა, იცი, ხუთი დღის წინ პირველად მოვკალი კაცი… მეც ვისვრი, დედა.. დედა ეს ჯოჯოხეთია, სადაც უნდა გადარჩე.. სადაც უნდა დაასწრო დედა, თორემ დაგასწრებენ… უკვე ბევრს დაასწრეს და ბევრი გაცივდა..დედა ჩამქვრალი თვალები დამჩემდა.. ღამით წითელი ტყვიების ქროლვა მესიზმრება და ბიჭების ხმა მესმის.. დედა მე ვტირი.. ოღონდ ვეღარ განვიცდი.. დედა ვხედავ და აღარ მტკივა.. სისხლი მდის და ვხელდები..იცი ხუთი დღის წინ ირაკლი მოკლეს.. ხომ გახსოვს იკა, ერთად ვსწავლობდით.. მხიარული ბიჭი.. შენ ხომ გახსოვს დედა, როგორ ვმეგობრობდით.. უნდა გახსოვდეს, თორემ მე თუ გადავრჩი, ვიცი ბევრი აღარაფერი