დროც ადამიანივითაა, სანამ არ დაკარგავ, მის ნამდვილ ფასს ვერ გაიგებ... ხშირად უკეთესს მოელი, მერე, დრო რომ გადის, ხვდები, ეს უკეთესი უკვე იყო, შენ კი უბრალოდ ვერ შენიშნე, ვერ შეაფასე... რაც დრო გადის მით უფრო ძვირფასი და სანატრელი ხდება შორეული წარსული.....................................ხანდახან ფარფატა ფოთოლი მგონია თავი და არ მინდა, ცელქ ნიავს მივენდო... ხანდახან სევდამდე არც ისე შორია და მინდა, ფერებმაც სიმკვეთრე ინებოს. ჩავები დღეების მთლად ერთფერ ქარავანს, და ზოგჯერ,მგონია, ბოლოში მივყვები... ოცნების განწყობა ყოველთვის არა მაქვს..................