ძლიერი ქალიც ტირის ხანდახან,
თვალზე ფიქრები გაუწვიმდება,
როცა ცხოვრების ტალღის
მხარდამხარ სიმარტოვეში
ბრძოლა სწყინდება.
დროის ქარცეცხლი არ განელდება,
ვინ იცის გზაზე რას მოიმარჯებს,
ძლიერი ქალი არ დანებდება,
ბევრჯერ დასცემენ, მაინც იმარჯვებს.
ჯვარის სიმძიმეს მხრებით მოარხევს
და ტკივილების რჩება იარა,
მაგრამ არასდროს სხვას არ მოახვევს
რა განსაცდელიც გამოიარა.
გადაღლილობის მიუხედავად
თუ დასვენებაც არ ეღირება,
მაინც, ყველაფრის მიუხედავად
თავბრუდამხვევად გაეღიმება.
ცხოვრება მუდამ მკვეთრი და მქრქალი,
კვლავ მარტოობით ებრძვის ცბიერად,
ვინ თქვა - არ ტირის ძლიერი ქალი,
ძლიერი ქალი ტირის ძლიერად