რას უცდი თამადა, შეავსე სასმისი, დავლოცოთ ქალები, სამყაროს მშვენება, ქალია ყველაფერს გულით რომ განიცდის, ქალის გულს მუდამ დღე სჭირდება ფერება. დალოცე, იმ ქალის ღიმილი დალოცე. ტკივილს რომ მალავს და მაინც მხნედ აბიჯებს. ხან ვეფხვად იქცევა, ხან ცრემლით გვაოცებს, სხვის უცხო მიწაზე რომ ითვლის ნაბიჯებს. რას უცდი თამადა, ქალები დალოცე, უქალოდ ამ ქვეყნად რა არის სიცოცხლე, ქალს მხოლოდ სითბო და ღიმილი აცოცხლებს. უწყლოდ ხომ ვარდებიც ვერასდროს იცოცხლებს. დალოცე სამშობლოს ის ძალა დალოცე, კაცად რომ აქცია ცხოვრების განგებამ, სხვის ქუდს რომ ირგებს, და სხვის უცხო სამოსელს, შორიდან სამშობლოს რომ ეთაყვანება...