ჩემს იდეალურ სამყაროში, არის მდელო სადაც ქარი ხის ტოტებს აცეკვებს და ლეოპარდის ლაქებივით ეცემა ჩრდილი წყლის გუბეს. ხე მაღალი და დიდებული დგას მარტო და მის ქვეშ სამყაროს ჩრდილავს. დადგება დღე, მის ტანს მივეყრდნობი და გადავხედავ ხეობას, რომელსაც მზე ათბობს მაგრამ არასდროს წვავს. ვუყურებ როგორ გაყვითლდება ფოთლები მწვანე, ყავისფერი, ალისფერი. შემდეგ კი საერთოდ გაქრებიან ფოთლები, მაგრამ ხე არ მოკვდება ამ ადგილას ზამთარი არასდროს დგება. და ამ აკვანში სადაც ინახება ყველაფერი რაც ჩემი გულისთვის ძვირფასია შენზე მოგონებას ვინახავ. და როდესაც რეალობის ტალახში გავიყინები შენი მოსიყვარულე თვალებისგან მოშორებით, აქ დავბრუნდები თვალებს დავხუჭავ და იდეალური ნუგეში ჩემთვის ის იქნება, რომ გიცნობდი.