ცოცხალს თუ ეკლად ამომტიფრავ მკვდრების სიაში -ასეთი რწმენით ნუღარ შეხვალ ეკლესიაში! თუ სალოცავი უკიდეგანოდ ცოდვილს გენდობა -იქნებ ისწავლო ადამიანო სხვისი შენდობა! სამოთხის შუქზე მეოცნებე დღეს ბნელს ვჯერდები -ჩემს სიყვარულს თუ ფეხით თელავ-ნუ შეჩერდები! დატკბი ბოლომდე-დაიოკე შენი თვისება -ღმერთიც ვერ მოგცემს თუ არა გაქვს მეტი ღირსება!