იმაზე დიდ ქონებას ვერ უბოძავ თავს, რომ შექმნი შვილს, შენი სახის მსგავს, ვინც გიბოძებს სიბერეს და ჯამრთელობას კარგს, და ვინც ამაყად, გაგიგრძელებს გვარს. აღზარდე, რომ იყოს სიმამაცით მოსილი, არ იყოს უნაყოფო ყურ მოჭრილი მორჩილი, დაემსგავსოს ადამიანს და იჩენდეს სახეს, ცხოვრების კედლებში იყოს დინჯი, მარჯვე. იყოს ის ვინც ოქროს, სიხარბით არ მონობს, სიყვარული სულიდან ჭეშმარიტად ჰპოვოს, შეისმინოს სინამდვილე უკუ აგდოს სიყალბე, რადგან სული არ გაივსოს, ნაგვით პირამდე. აზრი ქონდეს მის ცხოვრებას უყვარდეს გამჩენი, ვინც ამ მიწას მოავლინა და უწოდა სახელი.