მეგობრებო მინდა გკითხოთ რჩევა,
რადგან მარტოს ამერია რამსი,
ფიქრი უკვე გადამექცა ჩვევად,
თუმც ვერ ვპოვე რეალობის არსი...
ზოგისათვის ,,სიყვარული" არის
გრძნობა,რასაც ემონება ყველა,
ის არ არჩევს მდიდარსა და ღარიბს,
მისგან დაჭრილს აღარა აქვს შველა,
სამუდამოდ ისადგურებს გულში,
სიკვდილამდე ის არ ქრება არსად,
წრფელ სიყვარულს ვერ გადაცვლი ფულში,
ვერ გაყიდი ვერანაირ ფასად...
ზოგი ფიქრობს...მთავარია ,,ფული"
კარგად უნდა გაახილო თვალი,
რომ არ გელის პრობლემები რთული,
ისე ცხოვრობ,როგორც დედოფალი,
არ გიშველის სიყვარული მარტო
გაჭირვება თუ გეწვია მაშინ,
ყველა გრძნობა იფანტება ამ დროს,
რიცა მშიას დაგიძახებს ბავშვი...
ზოგიც ამბობს...ეგ ორივე მხოლოდ
ბოდვა არის,იაზროვნეთ საღად,
ყველა კაცი გიყვარდე