გამარჯობა ჩემო კარგო,როგორა ხარ,ძვირფასო? გთხოვ და მინდა მომისმინო,ლექსი რომ დამიფასო. რა ღირს შენი სიყვარული?ვინც მეტს მოგცემს მისია? მძიმე ტვირთი აიკიდე - რთულია ეგ მისია. დღეს მე მენდე,დამიჯერე.მოდი იყოს ნისია! ფულს ვინც ცხვირწინ გიტრიალებს,განა,ყველა ღირსია. განა იმას გეუბნები:"ასეთია ადათი". შენ გგონია,გულით მინდა გაგიკეთო შამათი? შენთვის ვამბობ.თავს იტყუებ - არ სჭირდება კამათი. მე კი გავძლებ,ხომ გავძელი არა ერთი შაბათი. ალბათ ჩემი ჯვარი არის - სხვისთვის თავი ვაწვალო. ამ დროს რისთვის - სისულელე,ვის რა უნდა ვასწავლო, მაგრამ,როცა შემცდარს ვხედავ...ბოროტება ვაცალო? მირჩევნია ავუკრძალო,დავიხარჯო,დავცალ ო. რა დღეში ვართ,რა არ ხდება,რა არის ეს ცხოვრება, დღეს ვინც ვითომ მაგრად გვიყვარს - ხვალ