ტანზე შემოგაქსოვ კაბას გვირილებით,
მკერდზე ცისარტყელას ფერებს მოგიქარგავ,
ქამარს შემოგარტყამ მზის სხივებით აცმულს,
და სულს საოცარი გრძნობით მოგიხატავ.
ფიქრებს მარგალიტად ასხმულს ჩამოგიცრი,
მალე გაზაფხულით თრობა მოგერევა,
იებს ჩავჩურჩულოთ,როგორ მოგვენატრა,
მათი სურნელების ეშხით მოფერება.
მინდვრად გაშმაგებულ ცხენზე მოჯირითეს,
მთებზე გაფენილი ნისლი მოგიხდება,
წამწამს დაგიცვარავს ნამი ჩემი სუნთქვის,
მერე ცეცხლით სავსე ვნებაც მოგინდება.
სულში გაიარა გრძნობის ღვთიურობამ,
მთვარე გინათებდა ნაკვთებს საოცნებოს,
როგორ უნდა მოხდეს,როგორ უნდა შეძლოს,
კაცმა სასურველად,რომ არ დაგიჩემოს.
თურმე გაზაფხულზე გრძნობა სხვა ფერია,
უფრო უბრჭყვიალებს მზესაც ოქროსფერი,
დილით მზის სხივი ხარ,ღამით ვარსკვლავთ ეშხი,