ბავშვებო. მოზარდებო. ახალგაზრდებო. მოსწავლეებო. სტუდენტებო.
მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით ათასი აზრი მომდის თავში, ათასი გაბრაზება, განრისხება, გამწარება. ათასი რამის თქმა მინდა და არ ვიცი რისი თქმაა სწორი და რისი არ, რა იქნება სასარგებლო და რა სავნო. ეს დიდი დანაღმული ველია და არ მინდა ამ ველზე მაინსუიფერი ვითამაშო.
მაგრამ, ერთი რაც ზუსტად ვიცი, ბავშვებო, მოზარდებო, ახალგაზრდებო, მოსწავლეებო, სტუდენტებო, გთხოვთ, გევედრებით, გემუდარებით, არ მოიკლათ თავი!
როგორც არ უნდა გიჭირდეთ,
რამდენი მხეციც არ უნდა აბინძურებდეს თქვენს ყოველდღიურობას,
რამდენი ნაძირალაც არ უნდა აფათურებდეს ხელებს თქვენს პირად სივრცეში,
რა ჭაობისა და ტალახის გავლაც არ უნდა გიწევდეთ,
რამხელა დეპრესიასაც არ უნდა ებრძო