შენმა ნატვრამ და სურვილმა მე დღეს მელექსედ მაქცია, ჩემი უძირო გრძნობები რითმებად გადააქცია. ხელი ჩამჭიდა კალამმა სევდა სულ მელნად მადინა, ჩუმი დარდი და ტკივილი ფურცლებზე გადმოადინა. როცა ჩემს სულში ტკივილი თანდათან უფრო მძიმდება, მუზას მოვიხმობ და სევდაც ფურცლებზე ლექსად მკვიდრდება. ლექსები ჩემი სულია, რითმა კი - სულის სიმღერა, პოეტებს ჩემი გაგება ვიცი,არ გაუჭირდებათ. მე სიყვარულმა დამათრო, ღამე-დღედ გადააქცია, გამოუთქმელმა გრძნობებმა სულის სიმღერა არჩია... რას ვწერ ან რატომ?-არ ვიცი. ალბათ,შენს წასვლას განვიცდი... შენ,იქნებ,აღარც გახსოვდე, მე კი ვდგავარ და კვლავ ვიცდი... იცი? მე შენი ლოდინი არასდროს არ მომბეზრდება. მანამ ვიდგები სანამ ხორცს სული არ გამოეცლება. გულში გამჯდარი ტკივილით მე წას