11:16
მე იმდენად შევეჩვიე ღამეს...
დაისისას მუდამ ვითვლი წამებს,
მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს
მინდა თოვლზე მათი კვალი ჩანდეს.
მე იმდენჯერ შევეჩეხე ღალატს...
სინამდვილე დაემსგავსა ზღაპარს,
მე იმდენჯერ გამოვცადე წყენა...
სიტყვა ,,ბოდიშს,, ვეღარ ამბობს ენა
მე იმდენად შევეჩვიე ტკივილს...
როცა სტკენენ მიკვირს -რატომ ყვირის?
მე იმდენი გამოვცადე ჭირი...
ჩემს პანაშვიდს მინდა ერქვას ლხინი.
მე იმდენად შევეჩვიე ფიქრებს,
რომ ნატვრებმა გადაუსწრეს მიზნებს,
მე შეკითხვებს შემაჩვიეს ისეთს
სამსჯავროზე რომ არ სვავენ კითხვებს...
მე ცოდვების ვერ ვეჩვევი სირცხვილს,
რომ გულწრფელად აღსარებაც მიჭირს...
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ მიკვირს...
მაგარია!