უკვე მიილია გაზაფხული, ახლა შემოდგომის ქარებია, სული ამიტირდა დაზაფრული, თურმე რა საოცრად მყვარებია... ქარი აშრიალებს ყვითელ ფოთლებს სევდა გაუმხელელ წერილებად, მერე ჩამოუვლის კონად შეკრავს თვალებ აცრემლებულ გვირილებად. მეც იმ გვირილებთან ჩამოვჯდები, იმ გვირილებივით დაკარგული, ახლა შემოდგომის ქარებია, სული ამიტირდა დაზაფრული...