Предыдущая публикация
Следующая публикация
Свернуть поиск
Сервисы VK
MailПочтаОблакоКалендарьЗаметкиVK ЗвонкиVK ПочтаТВ программаПогодаГороскопыСпортОтветыVK РекламаЛедиВКонтакте Ещё
Войти
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Больше информации
  • Главная
  • Видео
  • Группы
  • Люди
  • Публикации
  • Игры
  • Подарки
  • Поздравления
  • Рекомендации
  • Помощь
  • русский
Левая колонка
Фотография от 77777 MURJIKNELI

77777 MURJIKNELI

Последний визит: 22 июл 2016
Фотография от 77777 MURJIKNELI
Фотография "Fahri Taha -ფაჰრი თაჰა "
Фотография от 77777 MURJIKNELI
Фотография от 77777 MURJIKNELI
Фотография "ჩემი შვლის ნუკრი"
Фильтр
ЗаметкиУвлечения
77777 MURJIKNELI
30 ноя 2014
ნოემბრის ბოლოს,
შემოდგომის ყოველ დასასრულს
მე თითქოს ვკვდები
და ვემსგავსები გუმბათმოშლილ,
მიტოვებულ, დაბზარულ ტაძარს,
თვალებში ქრება მზის სხივების
მოციმციმე ათინათები,
ჩამოღამებულ უპეებში
ისადგურებს ჩვეული სევდა,
მერე გუგებიც ჩაბნელდება
მინავლებულ ნაკვერჩლებივით,
ბაგეს დაფარავს პირმცინარი
ყვავილების ნაცვლად ხავსები,
ფერად-ფერადი, მოფარფატე
ფოთლებივით მცვივა ფიქრები,
შემორჩენილი იმედების ნაფლეთებივით...
მეც ვიძარცვები.

ნოემბრის ბოლოს,
შემოდგომის ყოველ დასასრულს
თითქოს ვმთავრდები
და მარტოობის შიშით ველი
უსაშველო, უმზეო დღეებს,
ხმელ ტოტებივით ჩამოყრილან
უნაყოფო ჩემი ხელები,
ვეღარ ვგრძნობ მკლავზე
მტკივან ძარღვებს, დაწყვეტილ მყესებს,
ფეხებში ქარი მიწას მაცლის,
მომიშიშვლებს დამსხვრეულ
77777 MURJIKNELI
2 сен 2014
-მე ვარ შემოდგომა ,ჭრელი მოზაიკა...უხვად მოხატული ფერთა გალერეა,
ღრუბელთ სინოტივე სულში ლოცვად მიკრავს,თუკი რა თქმა უნდა გზა არ ამერია...
მე ვარ შემოდგომა,მტევნის გაფიცხება,სისხლის ადუღება ბადაგ–შარბათებით,
ვიწყებ ენკენისთვით,მერე სიცივით და მერე წვიმებით და ზამთრით გავთავდები...
მე ვარ შემოდგომა,უხმო გაშიშვლება,უხმო გადაჭკნობა,ფოთოლთ სინანული,
ქარში ყვავილების სუნთქვა გაიშლება ბოლო სიმძაფრით და ბოლო სიყვარულით...
მე ვარ შემოდგომა,მე ვარ ფოთოლცვენა,შუქი გაქრობის და ფერფლად მინავლების,
ერთ დროს დამდაგველი მწველი მხურვალება,ბოლოს ფიფქებით და სევდით ვიმალები...
მე ვარ შემოდგომა,მე ვარ განშორება,მე ვარ მონატრება,მე ვარ სიმარტოვე..
.ხეებს–ფოთლები და მინდვრებს–ყვავილები,სივრცეს–მერცხლები და შენ მე
77777 MURJIKNELI
19 авг 2014
სიცხეში - გამთბარი - რა დასალევია -
წყალი, თუ ყინულის კვნიტი არ წკრიალებს -
გრძნობაში, რომელიც გადასარევია.
სამშობლოს ოხშივარს ვისუნთქავ კი არა -
უკვე სასულეში გადამცდა. ავყრიდი -
გრძნობიდან - ქვაფენილს. ვიცი, რომ გამიგებ.
და აეროპორტში ბოლო წუთს ნაყიდი
ქართული ღვინო რომ გაფრენის განრიგებს
და ცას გადავასხი და რკინის ფასკუნჯებს -
ამაზე გიამბობ მშობლიურ კაფეში.
და მიკვირს, ეს ღელვა რატომ არ მამუნჯებს
და ვიცი, ფიქრობ, რომ არ უნდა გაგეშვი -
სხვა მონატრებისკენ. რა დასალევია -
სიცხეში - გამთბარი წყალი. და ამიტომ
ამ გრძნობას, რომელიც გადასარევია -
მე ისევ ყინულის კრისტალში ჩაგიტოვ.
77777 MURJIKNELI
17 июл 2014
წერილი მამას
სული მიკანკალებს და სხეულიც მასთან ერთად.
მა, როგორ გაფითრებულხარ, როგორ ჩაგცვენია ლოყები სახეზე.
ვცდილობ მოსვლას და სითბოს მოტანას, მაგრამ რაღაც მაკავებს,
მაპატიე მა...
შენ რომ გხედავ ცრემლებს ვერ ვიკავებ, სევდას ვეღარ ვმართავ,
მაპატიე თუ შეგიძლია,
რომ ჩემი ხელი შენთან შეხებისას ძალას კარგავს.

მამი,
როგორ დამიბერდი.
დეკემბრის ერთმა დღემ შენი სახელი დაირქვა, შენი ხასიათი მიითვისა,
დღევანდელი ცა შენი თვალებივითაა მა,
ნუ მაშინებ ძალიან გთხოვ,
მა ნუ ამბობ რომ შეიძლება წახვიდე.

გიყურებ სევდიან თაფლისფერ თვალებში და სული მეკუმშება,
შენი ძველი სახე მენატრება,
ეს სახე არ მაძლევს საშუალებას, მოსვლის და სიყვარულის გაყოფის.
გაიღიმე, ცხოვრების ჯინაზე გაიღიმე, როგორც ყოველთვის აკეთებდი,
77777 MURJIKNELI
19 фев 2014
ოცდამეთორმეტე
რიგში ზამთარია -
ამინდი მლაშე და
ამინდი მომჟავო.
შენი არგუმენტი
ტყვიაგამტარია
დღეს,
როგორც არასდროს,
სუსტი და ბეჩავი,
რომ რადგან აქამდე,
როგორღაც მოხვედი
და რადგან...
(არც ღირდეს,
ვინ ისიც, ოცნებად!)
ჯერ კიდევ სადა ხარ?!
იმდენჯერ მოგხვდება
ცხოვრება ტუჩებში,
თვითონ გაოცდები...
გინდა ამოშალო
სული სხეულიდან,
როგორც მიცემული
თითქმის დავიწყებას,
"ისე რა" ლექსები
ძველი რვეულიდან,
სანამ გაზაფხულდა,
სანამ დაიწყება
ისევ იმედები,
ოცნების გორები,
ტკივილის მთები,
და ტანჯვის ტიანშანი...
მიდი, ამოშალე
და თვალგასწორებით
სული, ნაზამთრალი,
ზეცას მიაშავე!
ოცდამეთორმეტე
რიგში ზამთარია, -
ამინდი მლაშე და
ამინდი მომჟავო...
77777 MURJIKNELI
5 фев 2014
რა ხანია, თმაში თეთრად ჩამობარდნა,
ყოფნის მარილს მილოკავენ წლები.
მაგრამ შენთან, შენთან ისევ ბავშვი ვარ და
ისევ შენი გულის ცეცხლზე ვთბები.

ფხიზლობ, ფხიზლობ სანამ მე არ დავიძინებ,
თითქოს დროის დაბრუნებას ცდილობ.
მსუბუქდება წლების ტვირთი (უკვე მძიმე),
როცა მეტყვი - "არ შეგცივდეს შვილო".

შენთან რომ ვარ ფერმკრთალდება დროის ფარდა
და მკვეთრდება სურათები ძველი, -
თითქოს ახლად ფეხადგმული ბავშვი ვარ და
შენს კალთაზე მიკიდია ხელი.მარტოობა ცივ სიჩუმის ებრძვის ძახილს,
არ ნებდება მოლოდინით სავსე.
შენით სუნთქავს, შენით ცოცხლობს ძველი სახლი
და მაღლდება კვამლი ბუხრის თავზე.

... უშენობა მიდარაჯებს შორიახლო
და არყოფნის მსუსხავს ცივი მზერა.
დაობლებულ მამა - პაპის სამოსახლოს
შენი ლოცვა კვლავ გაათბობს, მჯერა.
На этом пока всё
Войдите в ОК, чтобы посмотреть всю ленту

108

  • balu balu
    balu balu
    TBILISI
  • tamar natatralashvili
    tamar natatralashvili
    Тбилиси
  • ffooff ffooff
    ffooff ffooff
    თბილისი
  • Ксения Берестень
    Ксения Берестень
    Измир
  • Анастасия Орешко
    Анастасия Орешко
    Измир

  • Бесплатная открытка

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного

Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.

Зарегистрироваться