"ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა:
— იცი რა მითხრა შენზე შენმა მეგობარმა?
— მოიცადე, — შეაჩერა სოკრატემ, — სანამ რამეს იტყოდე, სამ საცერში გაცერი და ისე მითხარი.
— სამ საცერში?
— დიახ, სამ საცერში. პირველი — ეს არის სიმართლის საცერი. დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა?
— არა, უბრალოდ, რაც მოვისმინე იმას ვამბობ.
— ესეიგი, შენ არ იცი სიმართლე თუ არა. კარგი! მაშინ, მოდი ახლა მეორე საცერში გავცრათ შენი სათქმელი. მეორე – ეს არის სიკეთის საცერი. მიპასუხე, ის, რაც უნდა მითხრა, კარგია?
— არა, პირიქით.
— ესეიგი — მშვიდად განაგრძობდა სოკრატე — შენ გინდა მითხრა რაღაც ცუდი და თანაც არ იცი სიმართლეა თუ არა. კარგი, მაშინ, მოდი ბოლო საცერზე გადავიდეთ. მესამე საცე