გულს მოგონება აბრუებს,
თვალთან კი ცრემლი ჩერდება,
მე შენს სიცივეს განვიცდი,
ის, უნებურად ბერდება.
ვერ ვეგუები სიშორეს,
ჩემს გვერდით მყოფს რომ გეხება,
ნეტავ გესმოდეს ძვირფასო,
გამსკდარი გულის ვედრება.
მინდა გავექცე შენზე ფიქრს,
მაგრამ არაფრით მეშვება,
ცრემლი მახრჩობს და მტკივან გულს,
კვლავ უჩვენობა ეხება.
თუმცა ერთობაც არ იყო,
რაც იყო ისიც ძველდება,
დრო ვენებს იხსნის სიმწრით და
მერე ტკივილში ბევრდება.
სიჩუმე კივის, ქარი ქრის,
მე კი ძალ-ღონე მეცლება
და ღმერთს ვავედრებ წამართვას,
გული სანამ კვლავ შეცდება.
სულის გაყრისთვის მზად რომ ვარ,
ალბათ უფალი ვერ ხვდება,
ჩემი ხმა მასაც არ ესმის,
ჩემთან არც მას სურს შეხვედრა.
ბედის ბორბალი ტრიალებს,
დრო წუთებს მიერეკება,
ფიქრი კი ღია კარებთან,
შენს მოლოდინშ