რა აქვს ქართველებს საამაყო?
მაინც ვინ ვართ ეს ქართველები, თავი რომ მოგვაქვს, რა მიგვიცია მსოფლიოსათვის?, რატომ ვთვლით რომ სხვებს ვჯობივართ? :
1. ადამიანის ნაშთები, რომელიც დაახლოებით 1.8 მილიონი წლისაა, აღმოაჩინეს 1991 წელს საქართველოში, დმანისში. ეს ევროპაში აღმოჩენილი ადამიანის უძველესი ნაშთებია. ქართველებმა სათავე დაუდეს თეთრ კანიან რასას.
2. საქართველო არის ვაზისა და ღვინის სამშობლო. რასაც ადასტურებს როგორც ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული მასალები, ასევე ლიტერატურული ძეგლებიც. ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დრო აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი მარა