მოთმინება ის თვისებაა,რომელიც ურთულეს განსაცდელებს ტრიუმფად აქცევს,რადგან ტკივილის მიღმა დასახულ მიზანს ხედავს... ამიტომ თუ წილად გხვდათ მოთმინება,არ იფიქროთ,რომ ვერ გაუძლებთ,მოითმინეთ,რადგან მოთმინების მიღმა უდიდესი ჯილდო გელოდებათ...
საოცარი რამეა დრო. მიდის, არ გელოდება, არ გეკითხება არაფერს. ზოგჯერ უბრალოდ გინდა რო გაჩერდეს, გაჩერდეს რაღაც წამი, წუთი, მომენტი როცა ბედნიერი ხარ. ზოგჯერ პირიქით გინდა სწრაფად გავიდეს გაასწროს ყველას და ყველაფერს, მაგრამ ის შენ არ გეკითხება როდის როგორი ტემპით ივლის ის უბრალოდ მიდის და ხვდები რომ შეუძლებელია მისი უკან დაბრუნება.
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რამე არ ეშლება შეგნებულად, თუ შეუგნებლად. ნურავის განსჯით ნურასოდეს. არავინ იცის, ცხოვრებაში სად და როდის რა მოხდება. ადამიანის განსჯა უფრო ადვილია ვიდრე მისი გაგება. ვეცადოთ უფრო მეტი სითბო და პატივისცემა გამოვხატოთ ერთმანეთის მიმართ. ცხოვრება ისედაც სასტიკია და უფრო მეტად ნუ დავამძიმებთ მას.
იცი რატომ მტკივა გული ყოველთვის? იმიტომ რომ, ყველა იმაზე კარგი მგონია ვიდრე არიან, იმაზე მეტად ვენდობი ვიდრე იმსახურებენ და იმაზე მეტად მჯერა მათი, ვიდრე საჭიროა.