გავლექსავ,გავინავარდებ,
ხან გულს დავისობ ისარსა,
არავის შევაბღალვინებ
წინაპართ კუბოს ფიცარსა.
ხან გადავურბენ ქარაფებს-
თუშეთის ამაყ მხარესა,
ზოგჯერ კი საჯიხვეებში
ღამეს ვუთენებ მთვარესა.
ხევის შხუილში ჩავკარგავ
დაღლილი გულის დარდებსა.
ავტ: კაკო იჭირაული.