არაფერია ღამღამობით ხელებგაწვდილი,
იესოს თუკი ვეხვეწები დილით არ წვიმდეს,
ღმერთს არ ეტყობა აწუხებდეს მკაცრი ამინდი,
რადგან თვით ღმერთიც არ ეტყობა ახლა ამინდებს,
ოქტომბერია, პერიოდი მიწა არ შრება
და წვიმებია არახშირი, მაგრამ ქარებად,
შენც წვიმასავით, ალაგ-ალაგ, დროგამოშვებით,
მწერ, მაშინ როცა, ეს სამყარო გეცოტავება...