ადამიანის ცხოვრება რთულია, მასში მუდმივად მიმდინარეობს ფერისცვალება, ერთ ადგილზე არავინ დგას, ყველა იცვლება. ჯოჯოხეთიდან ცამდე, ღვთის სასუფევლამდეა აღმართული სულიერი კიბე, რომელზეც მუდამ მოძრაობენ ადამიანები, ზოგი მაღლა ადის, ზოგიც დაბლა ეშვება. შევთხოვოთ უფალს, მოგვანიჭოს მადლი და ძალა, რომ სულ მაღლა ვიაროთ და ღვთის სასუფევლის ღირსი შევიქნათ, ამინ!სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი ილია II