"- როცა პირველად გავიგე, რომ ვუყვარდი იცი რა ვქენი?
- რა?
- რა და საღამოს 7 საათზე ლოგინში ჩავწექი, ჯერ დაღამებულიც კი არ იყო. საბანი გადავიფარე, რომ არავის დავენახე და თვალები მაგრად დავხუჭე.
- თვალები რაღატომ დახუჭე? ან ლოგინში რატომ ჩაწექი?
- ლოგინში იმიტომ ჩავწექი, რომ ვიფიქრე მეტი რაღა უნდა მოხდეს მეთქი და დღე დასრულებულად გამოვაცხადე! ფეხებზე მეკიდა ოთახში შემომავალი ტელევიზორის ხმა, სადაც 6 საათიანი საინფორმაციოს მიწურულს უცხოეთის ამბებს გადმოსცემდნენ და, რომ კამბოჯაში ბრინჯის დიდი მოსავალი მოვიდა. ან ის, რომ ბარბადოსში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს.
- თვალები რაღატო დხუჭეთქო?
- რას ჩამაცივდი?! თვალები იმიტომ დავხუჭე რომ იმ ყველაფერთან რასაც მაშინ ჩემს წარმოსახვაში ვხედავდი, სრულიად ზედმეტ