ისე მჭირდები როგორც წყალი უდაბნოში, როგორც ღატაკს 2 გროში, როგორც ჯარი სამეფოში, როგორც თბილი ტანსაცმელი დეკემბრის თოვლში, ისე მჭირდები როგორც ცას ფერი ლურჯი, როგორც ნიკო ფიროსმანს ფუნჯი, როგორც ტაოს არტანუჯი ანდა როგორც ფერეიდანს ბურჯი, ისე მჭირდები როგორც ცეცხლს ნაპერწკალი, როგორც ჩაის ერთი ჭიქა წყალი, როგორც წისქვილს აღმოსავლეთის ქარი, როგორც ხელოვნებას სავლადორ დალი, ისე მჭირდები როგორც სამყაროს ალიონი, როგორც საქართველოს კავკასიონი, როგორც პოეზიას გალაკტიონი..