ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
ქედა, შუახევ-ხულოიდანა,
დედო დვრინით დამემღერა
დიდგოროზი მთები თანა,
მთები. . . ვისვის თვალსეირი
ვისთვის ჯავრი შიგნიდანა,
თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ
ლურჯს იცვამდნენ თანდათანა,
კლდის კატარში მზე ყვავოდა
კლდის ბორჯღალზე ბეჩქვი ყანა,
გვანცას ლოცვებს ვაზის სული
გორით გორზე გადეყვანა,
ვარჯანისთან, ნაჯვარისთან
დაჯვარული ქვები წვანან,
ქვებში ჩუმად დაქვითინებს
ჩემი დიდი ნენეის ნანა,
დერდებს გულში ვიბექსნიდი
აჭარელი ვიყავ განა.
ჰოიდა ნანა, კიდოვ ნანა
ხარიტყავის გუდა თანა,
შიგ ჭიკჭიკი მოჭუჭკული
ამ სირთების სევდა თანა,
მიმღერია ღვინიანზე
მიტირია კიდეც განა,
როცა ჩემი ზღველთი ზვარე
ზვავის ნაძოვს დაემგვანა,
როს სხალთაში სხალთიხატებს
უსაპნავდნენ ყელში