მე რომ საქართველოს პატრიარქი ვიყო:პირველ რიგში, 13 ივნისის ღამეს ეკლესიებს გავაღებდი და უსახლკაროდ დარჩენილ ხალხს შევიფარებდი…გავაკეთებდი განცხადებას, სადაც ვიტყოდი რომ “ყველაფერი კარგად იქნება” და “ჩვენთან არს ღმერთი”…ხალხს მოვუწოდებდი, ეკლესიებში მოეტანათ ნებისმიერი ნივთი, რაც, მათი აზრით, დაზარალებულებს გამოადგებოდათ.სტიქიიდან მეორე დღეს, კვირას მოვიწვევდი სინოდის კრებას და დავსვამდი საკითხს, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მილიონობით ლარიდან, რომელიც მხოლოდ ეკლესია მონასტრების და მღვდლების საოჯახო ეკონომიკის მშენებლობაზე იხარჯება, ერთი მაინც გამოგვეყო ამ ხალხისთვის და არა თითო ოჯახზე თითო ეკლესია, ისიც საეჭვოდ – “რითაც შეეძლებათ”.გმირთა მოედანზე, ვერეს ხეობა