შვილო, უცხოეთს წასულო....
*******************************************
შვილო, უცხოეთს წასულო,
სხვის მონად გაგაჩინეო,
გაგზარდე, ძუძუ გაწოვე,
დედობის ტვირთი ვზიდეო,
გასწავლე სიტყვა-პასუხი,
მტრულად დახვედრა მტრისაო,
ქართული სუფრის ლაზათი,
პატივისცემა ქმრისაო.
ბევრჯერ მუხლებზე დაცემულს
მე გაშველებდი ხელსაო,
ცრემლებს ფერებით გიშრობდი,
თვალებზე დანადენსაო.
ხელჩაკიდებულს სკოლამდე
მიგაცილებდი კარზედა,
უჩუმრად პირჯვარს დაგწერდი
და ვაკოცებდი ჯვარზედა.
მეტყოდნენ:"მტრულად გაზარდე,
მოყვრულად მოგიდგებაო,
სიბერე როცა მოგივა,
მხარშიდაც დაგიდგებაო.
აგერ, მომადგა სიბერეც,
ექიმის კარზე დავალო,
სადა ხარ, საით გეძებო,
ჩემო ტკივილის მალამო.
მე არც სიბერე მაშინებს
და არც სიკვდილი მზარავსო,
წლობით ნანატრი შვ