ო,როგორ მსურდა თქვენთან შეხვედრა,
დედა თბილისის ხილვა,
მაგრამ სიკვდილმა ჩემს არსებობას
გამოუტანა წირვა.
სული კი დარჩა - დაჰქრის ელინთა
და არაგველთა შორის,
წინაპართ ტვირთი მსურდა მეტვირთა,
ჟინი მახრჩობდა ბრძოლის,
იმ ქვეყნად რაღა გადამაჯიშებს?!
ისევ ის ჟინი მახლავს
და თუკი ქართულ მიწას მაღირსებთ,
დავიბადები ახლად,
-------------
ზურაბ მინდიკაური