,,დედა ის ქალია, ვინც გშობა ტკივილით,
პატარა აზრების მღელვარე ცხოვრებით,
დედა დაგლოცავს, ბოლომდე მოგივლის,
ცრემლებსაც მოგწმინდავს თუ ტირი ყოველთვის!
დედა ის ქალია, ვინც ამაგს გაგიწევს,
მაგრამ შენ პასუხად ვერაფერს აჩუქებ,
გიყვარდეთ დედები, სულ გულში ატარეთ,
ხელსაც თუ ჩაკიდებთ, ნურასდროს გაუშვებთ!
დედა რომ არ მყავდეს ობოლი ვიქნები,
ტკივილი ზეცამდე დაფარავს ყველაფერს,
არ მკითხოთ რატომ ვარ ასეთი კეთილი,
ვერ გეტყვით უდედოთ საერთოდ ვერაფერს.
ო, ღმერთო მადლობა, დედას რომ მიცოცხლებ,
ყოველი სუნთქვისას ცხოვრება გრძელდება,
უდედოთ ცხოვრება მჯერა რომ ძნელია
და ბედნიერება დედისგან გვეძლევა!''