წუთისოფელი ასე ყოფილა, ზოგჯერ ვიღაცა რაღაცას კარგავს, ვიღაც თავისვე წარმოსახვაში, უმშვენიერეს ცხოვრებას ხატავს. ზოგჯერ პირიქით, სხვაგვარად ხდება, ერთი თუ კარგას,სხვა მას პოულობს, ზოგი ფულს დიდი შრომის ფასად და ზოგიც იოლი გზებით შოულობს. ზოგი დაკარგულ სიყვარულს ტირის, ვერ ამოიღო ჯერაც გულიდან, მაგრამ ფერფლიც კი აღარ არსებობს, იმ მოგიზგიზე სიყვარულისგან. ეთამაშება ცაში ვასკვლავებს, ზოგმა იპოვა ბედნიერება, შეყვარუბულთან ფიცსა სდებს მტკიცეს, სამარადისოდ რომ ეყვარება. ზოგს დაუკარგავს იმედი ხვალის, ძირს დაცემული ძლივსღა მიხოხავს, კაცთ მოდგმისაგან მივიწყებული, შესაბრალისად ტირის და ოხრავს. დაუკარგია დედა სამშობლო, ზოგსაც ჩემსავით დიდი ხანია, ემიგრანტებად მიმოფანტულებს წლები გავიდა არ გვინახია. ზოგი