შენი ხატება ღმერთმა წაიღო,
დასაბრძანებლად მამის ტაძარში..
გამოღვიძება ნეტავ რა იყო,
თავი ხომ მქონდა უკვე ბაწარში.
განთიადისას შენთან მოვედი,
ჩუმი ქვითინით წამოვიჩოქე,
მართლაც მძიმეა.. ჩემო, ო, ბედი...
აი, ისევ შენს ხატთან ვიჩოქებ.
თან არაფერი მომიტანია,
სანთელის გარდა, ჩემო თავნებავ,
ჩემი სიცოცხლე ასატანია,
შენზე ლოცვაში უხმოდ დადნება.
არსად მინახავს შენი საფლავი,
გულში იმედის სხივი კიაფობს,
თუ არ არსებობს შენი დამფლავი,
იქნებ გზას შენკენ მაინც მივაგნო.
ვერსად ვიშოვე ლურჯი იები,
ისიც შენსავით გაქრა ქალაქში,
მწვანე ოცნებებს სევდად მიები,
შენი ხატება მთხოვეს ალაფში.
დღესაც გათენდა, ჩემო, უშენოდ,
ხვალ მზე უშენოდ ისევ ამოვა,
ცოტაც გაძელი, კარგო, უჩემოდ,
მე მალე გნახავ.. მალე.. გამოვა...
ჩა