დაგვლოცე უფალო,შეგვინდე,
დამძიმდა ცოდვები საზიდად,
სავალიც გაგრძელდა შენამდე,
სიცოცხლე რაოდენ გაჭირდა...ვიცი, რომ მომისმენ,მეც აქვე
შენს ფერხთით დავაწყე ცოდვები,
უშენოდ სუნთქვასაც ვერ შევძლებ,
ნუმც ვიყო,თუკი დაგშორდები.ვამბობ და ცრემლები მახრჩობენ,
არ ვთქვა და რით შევძლო მოთმენა,
მოგვმადლე რწმენა და იმედი,
გვაკმარე, გლოვა და გოდება.რამდენჯერ გვიშველე დაცემულთ,
გულმოწყალებით და შენდობით,
მაგრამ კვლავ ტალახში ვეფლობით,
არ მიკვირს,რომ აღარ გვენდობი.სატანის დაკრულზე ვთამაშობთ,
ვერ ჩამოვიშორეთ ტიალი
და ჩვენი ცოდვების სიმძიმით,
უჭირს დედამიწას ტრიალი.უშენოდ რაც ვთესეთ უფალო,
სულ სარეველებად ვამრავლეთ,
შენს წინ კი ნიღბებში სახენი,
ვმალეთ და ვერაფრით დავმალეთ.უნიღბოდ ცხოვრება გვასწავლე,
რომ ბნელი ნა