ჩემი მზე ხარო,
ცისმარე დღეს ამოყოლილი,
მეუბნებოდი და
ციმციმი გაჰქონდა მზერას.
ოცნება ხარო ნაღდი,
არა გამოგონილი,
სიხარულებად გაფენილი
ჩემს ბედისწერას.გულს რომ მიჩქარებს, ძილს რომ მიფრთობს,
შენ ხარო ისიც,
ჩემი ნატრული გრძნობებიდან
აჭრილო ალო,
მეკრძალებოდი,
ვით გავხდიო მე შენი ღირსი,
ჩაფიქრებულის
ახდენილი სიცხადე ხარო.ახლა კი, ნეტავ
ეგ კოცონი ვისთვის ინთება,
საკუთარ თავთან დარჩენილი
მაინც თუ მორცხვობ,
არა,
ეს კითხვა არ დაგისვა როგორ იქნება
ამდენი რამის დამკარგავი
როგორღა ცოცხლობ?!