ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ.... ნეტა იცოდე, როგორ მენატრება ახლა შენი თვალები... ნეტა იცოდე როგორ მიჭირს უშენობა... ნეტა იცოდე როგორ მენატრები ხოლმე... მახსოვს, მიყვარხარო სულ რამდენიმეჯერ მითხარი... თან ისე ჩუმად, ისე ხმადაბლა... ახლა ვფიქრობ, ხომ არ მომეჩვენა მეთქი... გუშინ ლექსი დავწერე, შენ გულზე მეტად, შენს თვალებს ვენდობი მეთქი... და მართლა ასეა, შენი თვალები უფრო მეტყველია... მე მიყვარს შენი თვალები... გულიც მიყვარს... მაგრამ გული თავგზას მიბნევს, თვალებია ერთადერთი, რომელიც არ ტყუის... მე, შენი თვალები მიყვარან... იცი? მე ვიცი, რომ შენი სიყვარულის ღირსი არ ვარ, მაგრამ შენს თვალებს და ჩემს გულს ვერაფერი მოვუხერხე, შენი თვალები კვლავ მეძახიან... ვიცი, მე არაფრის ღირსი არ ვარ, ვიცი... მი