ოთოლცვენა... ფანტელები... სურნელება მიწის...
დაუნდობელ დროსთან ერთად წლები უცებ მიდის.
მე კი თითქოს პატარა ვარ, შენ მომწმინდე ცრემლი...
ვერც კი ვამჩნევ, წლებთან ერთად მიბერდები დედი.
თითქოს ისევ ვიცელქე და გავიტეხე მუხლი.
წუხელ ისევ შემაცია, დამიკოცნე შუბლი...
ვაფასებთ კი სათანადოდ შვილნი ამაგს მშობლის
ან თუ გვესმის უხმო კვნესა ხეს მოწყვეტილ ფოთლის.
არ გეგონოს, ვერა ვგრძნობდე, როგორ გტკივა გული
ან არ ვიცი, რომ შენს თვალებს არ ერევა ლული.
ყოველ ღამით გესიზმრება მშობლიური სახლი,
შიშობ, ხომ არ მოსდებია ეზო-ყორეს ანწლი.
უსაშველოდ გენატრება სურნელება მარნის,
ყელის ტბისკენ იცქირები, როცა წვიმს და ბარდნის.
შენც შვილი ხარ, შენი წილი დარდი დაგაქვს მშობლის,
აქეთ-იქით დარჩენილი მკვდარისა და ცოცხლის.
მჯ