'შენი ბავშვობით ვერ გავძეხი, მინდა იცოდე,
ჩვენი დღეები, ღამეები, უცებ გაფრინდა,
შენ გაიზარდე, შეიცვალე, ჩემო პატარავ,
მე ვბერდები და რომ იცოდე, როგორ არ მინდა.
დედა ვარ შენი, მეგობარი, შენი მსახური,
ლოცვა ხარ ჩემი, ძალა რწმენის, ჩემი ვედრება,
გულის კუნჭულში, თუ ვინმე მყავს შემონახული,
შენს მონატრებას, ოდნავადაც ვერ შეედრება''....